შაბ, 2017-სექტ-23, 18:34

მოგესალმები Гость | RSS

მთავარი » 2015 » აპრილი » 23 » მაგიდასთან ქცევის წესები
09:59
მაგიდასთან ქცევის წესები

ქართულ რეალობაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ერთ დღეს მთაში მწყემსებთან ან ბერებთან ერთად მოგიწიოს სუფრასთან ყოფნა, ხოლო მეორე დღეს აღმოჩნდე სრულიად უცხო საზოგადოებასთან ერთად ისეთ სუფრაზე, სადაც ქცევის გარკვეული ნორმების დაცვაა საჭირო. მწყემსებსაც და ბერებსაც სუფრასთან ქცევის თავისი უნიკალური წეს–ჩვეულებები გააჩნიათ, მაგრამ ამჯერად ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მაგიდასთან ქცევის წესების შესახებ სადაც უხეშად, რომ ვთვათ “სნობიზმისადმი” მიდრეკილი საზოგადოება იყრის თავს. მაგიდაზე რომელზეც რამოდენიმე წყვილი დანა–ჩანგალი, თეფშები და ჭიქები აწყვია.

ქვეყნების მიხედვით მაგიდასთან მოქცევის წესები განსხვავებულია, მაგრამ ამ სტატიაში თქვენ ამოიკითხავთ ზოგადად საერთაშორისო დონეზე მიღებული ქცევის წესების შესახებ.

სუფრასთან ქცევის წესები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე პირველადი შთაბეჭდილების შექმნისას – ეს არის ხილული ნიშანი თქვენი დახვეწილი მანერებისა.

ხელსახოცი

მაგიდასთან მისვლისთანავე აიღეთ ხელსახოცი, გადაკეცეთ ის ისე, რომ მიიღოს დაახლოებით სამკუთხედის ფორმა და დაიფინეთ მუხლებზე (პირდაპირ მუხლებზე ნუ გადაიფარებთ ცოტა ზემოთ დაფენა იგულისხმება).

ხელსახოცით ნუ დაიწყებთ დანის, ჩანგლის ან ჭიქების გასუფთავებას, არც სახე და არც მითუმეტეს ცხვირი არ მოიწმინდოთ ხელსახოცით, ის ჭამის ბოლომდე უნდა გქონდეთ დაფენილი მუხლებზე და იშივიათ და აუცილებელ შემთხვევებში მიიდოთ ტუჩებზე ფაფუკად.

მაგიდიდან დროებით გასვლის შემთხვევაში მოიხადეთ ბოდიში და ხელსახოცი მოათავსეთ თეფშის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაში, ხოლო საბოლოოდ წასვლის შემთხვევაში ხელსახოცი უნდა დატოვოთ თეფშის მარცხენა მხარეს ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაში, არასოდეს დატოვოთ ან დააფინოთ ხელსახოცი სკამზე.

ჭამა, სმა და ჭურჭლის გამოყენება

თქვენს მარცხნივ მდებარე საჭმლის ჭურჭელი და თქვენს მარჯვნივ მდებარე უახლოესი ჭიქებიც თქვენთვისაა განკუთნილი. თუ თქვენ ჭურჭლის გარჩევა გიჭირთ ერთი მარტივი რჩევა დაიმახსოვრეთ: მათი გამოყენება უნდა დაიწყოთ უშორესიდან და დაასრულოთ უახლოესიდან (ანუ ჩანგლის შემთხვევაში თავდაპირველად უნდა გამოყენოთ უკიდურესი მარცხენა, ხოლო დანის შემთხვევაში უკიდურესი მარჯვენა).

დანა–ჩანგლის ხმარებისას, დანა უნდა დაიჭიროთ მარჯვენა ხელში, ხოლო ჩანგალი მარცხენაში (ამერიკელები სასურველი ნაჭრის ჩამოჭრის შემდეგ დანას დებენ და ჩანგალს მარჯვენა ხელში იჭერენ და ისე მიირთმევენ, რაც საერთაშორისო მიდგომისაგან განსხვავდება). თ

უ თქვენ მოგინდებათ ჭამის დროს შესვენება თეფშზე დანა–ჩანგალი ჯვარედინ მდგომარეობაში უნდა დატოვოთ, არასოდეს ჩაიდოთ პირში იმხელა ლუკმა რომელსაც დახურული პირით ვერ დაღეჭავთ. დანა–ჩანგლის ან თუნდაც კოვზის გამოყენების შემთხვევაში ის უკან მაგიდაზე აღარ უნდა დაალაგოთ მათ დასალაგებლად თეფშის გვერდები უნდა გამოყენოთ. როდესაც თქვენ მორჩებით ჭამას, დანა–ჩანგალი უნდა დაალოგოთ თქვენ პირდაპირ პარალელურ მდგომარეობაში.

რაც შეეხება სასმელს, შესაბამისი სასმელისათვის საჭირო ჭიქები შეგიძლიათ სურათზე ნახოთ და დაიმახსოვროთ, თუ რომელიმე სასმელი არ გსურთ ნუ დაიწყებთ ჭიქის ამობრუნებას ან მასზე ხელის დაფარებას, ამის შესახებ უთხარით ან ანიშნეთ სასმელის დამსხმელს. ჭიქის ბოლომდე გავსება და მისი ბოლომდე გამოცლაც არ არის რეკომენდირებული.

საჭმლის გადმოღების შემთხვევაში ის უნდა გადმოიღოთ მარცხნიდან მარჯვნივ (თქვენს თეფშზე). საერთო თეფშიდან საჭმლის გადმოღების დროს სასურველია თუ არ გამოიყენებთ თქვენს პირად დანას, ჩანგალს ან კოვზს. თუ სასურველ კერძს ვერ წვდებით არ არის აუცილებელი მაგიდაზე გადაწოლა – სთხოვეთ კერძთან ახლოს მყოფ მეზობელს მისი გადმოწოდება.

ზოგადი რჩევები

– ჭამას ნუ დაიწყებთ სანამ ყველა არ დასხდება.

– ნუ გადაავსებთ თქვენ თეფშს საჭმლით.

– წვნიანის გაციებას ნუ დაიწყებთ სულის შებერვით, უბრალოდ დაელოდეთ მის გაციებას.

– ნუ ჩამოჭრით ორ ნაჭერზე მეტს და ჩამოჭერით ისე, რომ ადვილად მოახერხოთ მისი პირში მოთავსება – ჭამეთ ნელა და აუჩქარებლად

– ნუ ისაუბრებთ მაშინ როდესაც ლუკმა გაქვთ პირში, ან როდესაც ჩანგალზე გაქვთ წამოცმული მაგალითად, ხორცის ნაჭერი.

– თუ ყველა დაასრულებს ჭამას, თქვენ საათობით ნუ გააგრძელებთ ამ საქმიანობას, ხოლო თუ თქვენ პირველი დაასრულებთ – დაელოდეთ სხვებს დინჯად.

– მოერიდეთ იდაყვებით მაგიდაზე დაყრდნობას.

– პირში ლუკმის ქონის შემთხვევაში ნუ დალევთ სასმელს.

– დაჯექით მაგიდასთან სწორად – არც ძალიან შორს და არც იმდენად ახლოს რომ მკერდი მაგიდას დაადოთ. ნუ დაჯდებით მოხრილი, ჭამის დროს შესაძლებელია მცირედი გადახრა მაგიდისაკენ.

– და ბოლოს ნუ დაიწყებთ კბილების წმენდას მაგიდასთან.

თუ თქვენ ამ სტატიიდან ვერაფერი დაიმახსოვრეთ ან მოხვდით ისეთ გარემოში, სადაც აღნიშნული მიდგომა შეუსაბამო იქნება, მაშინ ჯობს დაელოდოთ სხვების ქმედებას, შეუმჩნევლად დააკვირდეთ მათ და თქვენც იგივე გაიმეოროთ

 

 

დანა-ჩანგლისა და კოვზის გამოყენება

უმეტესად გაწყობილი მაგიდა თავად გკარნახობთ თუ რომელი დანა, ჩანგალი ან კოვზი უნდა გამოიყენოთ, მაგრამ ამისათვის უნდა იცოდეთ შემდეგ რამ: როგორც წესი ჭურჭლის გამოყენება იწყება უშორესიდან და მთავრდება უახლოესით (ანუ თუ დევს 3 ჩანგალი პირველ კერძთან იყენებთ იმ ჩანგალს რომელიც არის თქვენი თეფშიდან ყველაზე შორს, ხოლო ბოლოს დესერტისათვის იყენებთ თქვენს თეფშთან ყველაზე ახლოს მდებარე მომცრო ჩანგალს).sufris churcheli_ჭურჭელი_სუფრისათვის_ihow.geდანა-ჩანგლის გამოყენების განსხვავებული წესი აქვთ ამერიკელებს საერთაშორისო მიდგომისაგან, მაგრამ მოდით ამ სტატიაში უგუვნებელყოთ ამერიკელები და საერთაშორისო მიდგომაზე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, დანას ვიჭერთ მარჯვენა ხელში ხოლო ჩანგალს მარცხენაში. ჩანგალი უნდა დაიკავოთ ისე, რომ მისი კბილები თეფშისკენ იყოს მიმართული

ჩანგლის დაჭერა

ამგვარად დაიჭირეთ ჩანგალი

რაც შეეხება დანას მას ვიჭერთ მარჯვენა ხელით დაახლოებით 3-5 სანტიმეტრის დაშორებით თეფშისგან. და საჩვენებელ თითს ვანთავსებთ მის ზედა ნაწილზე.

დანის დაჭერა

ამგვარად დაიჭრეთ დანა

ჩანგალი იცით ალბათ რომ გამოიყენება საკვების პირში მოსათავსებლად, ხოლო დანა საჭირო ნაწილის ჩამოსაჭრელად, თუ დანა არ არის საჭირო მისი ხელში დაჭერა აუცილებელი არ არის. როდესაც დაასრულებთ ამა თუ იმ კერძის ჭამას განათავსეთ დანა ჩანგალი თეფშზე პარალელურ მდგომარეობაში ოთხი საათის მიმართულებით.

ჭამის დასასრული

დავასრულე კერძის ჭამა

თუ ჭამის დროს მცირები პაუზის აღებას გადაწყვეტთ, მაშინ განათავსეთ თქვენი დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულად. ჩანგალი 8 საათის მიმართულებით, ხოლო დანა 4 საათის მიმართულებით.

დასვენება ჭამის დროს

უბრალოდ ვისვენებ

ხელსახოცის ეტიკეტი

 ხელსახოცის განთავსება კალთაზე. სტუმრად ყოფნის დროს უნდა დაელოდოთ მასპინძელს სანამ ის არ გაშლის თავის ხელსახოცს მანამდე არც შენ არ უნდა დაიფინო ხელსახოცი (გამონაკლისია ბუფეტის ტიპის დაწესებულებები სადაც ხელსახოცს ჭამის დაწყებისთანავე იფენთ კალთაზე). ხელსახოცის გაშლა. ხელსახოცი უნდა გაშალოთ ერთი მარტივი და წყნარი მოძრაობით ყოველგვარი ფრიალის და ჭიდაობის გარეშე.

თუ როგორ დაიფინოთ ხელსახოცი კალთაზე ამას დიდ წილად მისი ზომა განსაზღვრავს. როგორც წესი დიდი ხელსახოცები წარმოდგენია შედარებით უფრო ფორმალურ სადილებზე, შესაბამისად ის უნდა გაშალოდ ნახევრად (სამკუთხედის ფორმისებურად) და ისე დაიფინოთ კალთაზე, ხოლო შედარებით პატარა ხელსახოცები უნდა გაშალოთ ბოლომდე და მისი მეშვეობით უნდა დაფაროთ თქვენი კალთა.

ქცევის ზოგადი წესები 

გახსოვდეთ, რომ საჭმელს ყოველთვის მოგაწვდია/გადმოგიღებენ მარცხნიდან, ხოლო გამოყენებულ ჭურჭელს აიღებენ მარჯვნიდან.

ყოველთვის როცა რამეს მოითხოვთ გამოიყენეთ სიტყვები უკაცრავად, თუ შეიძება ან გთხოვთ (და არა აფიციანტ, ოეე ბიჭი, მიმტანიი და ა.შ) და ასევე ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა მომსახურე პერსონალს, როდესაც ის მოგემსახურებათ.

საჭმელი, საწებელი, კარაქი ან კიდევ ნებისმიერი რამ ჯერ უნდა გამოიტანოთ თქვენ თეფშზე და შემდეგ მიირთვათ (არის შემთხვევები როდესაც კიტრი და პომიდვრის სალათაში გააქანებენ პირად ჩანგალს და აიღებენ ერთ ნაჭერ კიტრს ან პომიდორს და პირდაპირ მიირთმევენ ან კარაქს პურზე დებენ პირდაპირ საერთო თეფშიდან რაც ძალიან ცუდი ქცევაა).

ნუ დაიწყებთ საჭმლის დასუნვას (დაყნოსვას), ასევე ძალიან უხეში შეცდომაა მარილის ან პილპილის გამოყენება საჭმლის გასინჯვამდე.

როდესაც რაიმეს ჭრით და ისე ჭამთ ეცადეთ ჩამოჭრათ პატარა ნაწილები და ჭამოთ აუჩქარებლად, ასევე არ შეიძლება ორ ნაჭერზე მეტის ერთ დროულად ჩამოჭრა, ჯერ ის ორი ლუკმა შეჭამეთ და შემდეგ ჩამოჭერით სასურველი ნაწილი, ერთგვარ უმეცრებად ითველება 5-10 ლუკმის წინასწარ მომზადება შესაჭმელად.

როდესაც რომელიმე კერძი არ მოგეწონებათ, არ არის აუცილებელი ამის ემოციით გადმოცემა უბრალოდ შეინარჩუნეთ სიჩუმე და დატოვეთ კერძი თქვენს თეფშზე. კერძის დატოვება არ არის სირცხვილი მაგრამ იმის კითხვა თუ “რატომ არ ჭამ ბოლომდე?” ან “ფუუ ეს რა საშინელება იყო” არ არის მიზანშეწონილი.

ნუ “ითამაშებთ” ჭურჭლით. როდესაც საუბრობთ დანა-ჩანგალი უნდა დადოთ, რადგან მიმიკების გადმოცემა ან რაიმეზე მითითება დანა-ჩანგლის გამოყენებით მინიმუმ უკულტურობაა.

დრესკოდი: მასპინძელისგან ორგანიზატორისაგან გაარკვიეთ რაიმე მოთხოვნა/შეზღუდვა თუ არის ჩაცმასთან დაკავშირებით, თუ არ არის არანაირი მოთხოვნა მაშინ ჩაიცვით წვეულების შინაარსის შესაბამისად.

საჩუქარი მასპინძელს: ყოველთვის კარგ ტონად ითვლება მცირედი საჩუქრის გაკეთება მასპინძლისათვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საჩუქარი არ უნდა იყოს ისეთი, რამ რაც მასპინძელს დაავალდებულებს ან აფიქრებინებს მის გამოყენებას იმავე საღამოს (ყვავილები, ღვინო, ტკბილეული, დესერტი და ა.შ ეს იმ საჩუქართა ჩამონათვალია, რომელიც არ უნდა აჩუქოთ მასპინძელს როდესაც თქვენ მიდიხართ სტუმრად).

დასხდომა: მასპინძლის დაჯდომამდე არ უნდა მივუსხდეთ სუფრას, როდესაც მასპინძელი შემოგთავაზებთ დაჯდომას მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დავსხდეთ. მცირე წვეულებებზე სადაც ადგილებზე არ არის მითითებული სახელები, არ უნდა დავსხდეთ მანამდე სანამ მასპინძელი არ მიგვითითებს ჩვენს ადგილზე. ტიპიურად კი დასხდომას აქვს შემდეგი სახე კაცი-ქალი-კაცი-ქალი, ქალი უნდა იჯდეს მამაკაცის მარჯვნივ.

ლოცვა: ვახშამის წინ, როგორც წესი საქართველოში თითქმის არ ლოცულობენ, არც საქართველოს ფარგლებს გარეთ არის ეს ტრადიცია დიდად შემონახული, მაგრამ თუ მოხვდით ისეთ ადგილას, სადაც საჭმლის მიღებამდე ლოცვას დაიწყებენ, კარგი იქნება თუ ლოცვას შეუერთდებით თუ არადა უბრალოდ შეინარჩუნეთ სიჩუმე ლოცვის დასრულებამდე.

სადღეგრძელო: აი სადღეგრძელო და თამადა კი ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. ხშირად ევროპაშიც ლოცვის ნაცვლად სადღეგრძელოს წარმოსთქვამენ, ეს კი ყველა ქართველმა იცის, რომ სადღეგრძელოს სადღეგრძელოთივე უნდა შეუერთდე და თუ მასპინძელი/თამადა სადღეგრძელოს დროს ფეხზე წამოდგება სუფრის (მამაკაცი) წევრებიც უნდა წამოდგნენ.

ვახშამის დასასრული: ჩაისა და ყავის შემოთავაზების შემდეგ შეგიძლიათ თავი თავისუფლად იგრძნოთ და დატოვოთ მაგიდა, რადგან ეს მანიშნებელია იმისა რომ ვახშამის ფორმალური ნაწილი დასრულებულია.

მადლობის გადახდა: როგორც უშუალოდ ვახშმის შემდეგ, ასევე მეორე დღეს კარგი იქნება მადლობას თუ გადაუხდით მასპინძელს, ამის გაკეთება შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობითაც.

 

კატეგორია: სხვასხვა | ნანახია: 264 | დაამატა: saske | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
- ავტორი:
თარიღი:
avatar
ჯგუფი: Users სახელი: თარიღი:




შესვლის ფორმა

კალათა

თქვენი კალათა ცარიელია

ძებნა

კალენდარი

«  აპრილი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

  • Official Blog
  • uCoz Community
  • FAQ
  • Textbook